The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შარლოტა კვანტალიანი

შარლოტა კვანტალიანი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1950
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 2022  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

1991 წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ ,"ალგეთის" მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცემლობა "ვეფხისტყაოსანი". 1997 წელს დააარსა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი "კალმასობა". საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი "ლიტერატურული ქრონომეტრი" (გამოვიდა 2 ნომერი). გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები). მის ლექსებზე შეიქმნა არაერთი სიმღერა.

დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ზნეობრივი გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში" 1994 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 186; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: