The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შარლოტა კვანტალიანი

შარლოტა კვანტალიანი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1950
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 2022  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგიგიური ინსტიტუტი 1975 წელს.

1997-2022წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1994-2006წწ. კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიტერატურული დაოსტატების" ფაკულტეტის ლექტორი; 1994-2006წწ. ფოლკლორის კვლევის კომპლექსური ლაბორატორიის მკვლევარი. ის იკვლევდა ქართულ ფოლკლორს, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის", ქართული კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურის მნიშვნელოვან საკითხებს. მისი მთავარი სამეცნიერო ნაშრომია "ზნეობრივი გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში" (1994). მისი სამეცნიერო სტატიები ასევე ეხება "ვეფხისტყაოსნის" ფოლკლორულ პასაჟებსა და პოემის პერსონაჟთა პრობლემატიკას, თანამედროვე ქართველ პოეტთა (ს. ჩიქოვანი, ა. კალანდაძე, ლ. ასათიანი და სხვ.) შემოქმედების მთავარ მოტივებს. იგი იყო ერთ-ერთი შემდგენელი ქართველ მწერალთა – ს.-ს. ორბელიანის, ი. ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას – ანოტირებული ბიბლიოგრაფიებისა, თანაავტორი კრებულისა "ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისათვის" (2016). არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. 1991 წელს დაინიშნა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ ,"ალგეთის" მთავარ რედაქტორად, სადაც დააფუძნა გამომცემლობა "ვეფხისტყაოსანი"; 1997-2010წწ. სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთ "კალმასობის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. საქართველოს მწერალთა ლიტერატურულ ფონდთან დააარსა სალიტერატურო გაზეთი "ლიტერატურული ქრონომეტრი" (გამოვიდა 2 ნომერი). გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის ათზე მეტი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები). მის ლექსებზე შეიქმნა არაერთი სიმღერა. ფილოლოგიის დოქტორი (2007).

დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ზნეობრივი გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში" 1994 წელს.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 186; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.geთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1991-2022)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (2003-2022)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: