შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კვაშილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 1985 წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ორი კურსის შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დაამთავრა 1992 წელს. ორი წელი იმუშავა ზუგდიდის მე-6 საშუალო სკოლაში მასწავლებლად. 1994 წლიდან პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა მოსკოვის ქართულ სკოლა-ლიცეუმში. ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას, არის ავტორი პოეტური კრებულისა "ღიმილი ჩემი ავტოგრაფია" (2018). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 187-188 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |