The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ქუხილავა

ნიკოლოზ ქუხილავა
Date of birth:19 January, 1878
Date of death:26 August, 1932  (at 54 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტყაია, ზუგდიდის რაიონი.

საეკლესიო ლიტერატურა, ტიპიკონი და გალობა ხობის ღვთისმშობლის მიძინებისა და გელათის მონასტრებში შეისწავლა. 1914 წელს ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე, აწ წმინდანად შერაცხული) კურთხევით ნიკოლოზ ქუხილავა ჯერ ზუგდიდის მაზრის დედგესამიის მთავარანგელოზის ტაძრის მედავითნედ განაწესეს, შემდეგ, მალევე - ტყაიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1919 წლის 29 ივნისს, მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, აწ წმინდანად შერაცხული) მას დიაკვნად დაასხა ხელი და  სოფელ ქვედა ლიის წმინდა გიორგის ტაძრის დიაკვნად დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სამწუხაროდ, კომუნისტების სისასტიკეს ვერც ამ სოფლის ხის ლამაზი, პატარა ტაძარი გადაურჩა, რომელიც 1924 წელს ბოლშევიკებისაგან გაქეზებულმა ხალხმა დააქცია. გაავებულმა ბოლშევიკებმა ხან მუქარით სცადეს მისი დაყოლიება, ხანაც ხერხით - წირვა-ლოცვას თუ შეწყვეტ და ღმერთს უარყოფ, სოფლის თავკაცად დაგადგენთო, ამ განსაცდელში მყოფი მოძღვარი 1925 წელს, ყოვლადსამღვდელო სვიმეონის (ჭელიძე) ლოცვა-კურთხევით, ისევ ტყაიის წმინდა გიორგის ტაძარში გადმოიყვანეს. მამა ნიკოლოზს ზოგი ფარულად ემტერებოდა, ზოგიც - აშკარად, ხან შეურაცხყოფდნენ, ხან ემდურებოდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს, იგი ხშირად მიჰყავდათ ზუგდიდის "ჩეკაში", ხან რამდენიმე დღეს ჩაამწყვდევდნენ, მაგრამ მღვდლობაზე უარი მაინც ვერ ათქმევინეს. დღე არ გავიდოდა, საღამოს ხელისუფლებისგან სულმოწამლული ადამიანები მათ სახლთან არ მისულიყვნენ და ყვირილით არ შეეწუხებინათ. ასე დევნილი და საარსებო წყაროს მოკლებული მოძღვარი ერთ დღესაც უფროს ვაჟთან ერთად ზუგდიდში წასულა ურმით ღვინის გასაყიდად და იმ თანხით საზრდოს შესაძენად, მაგრამ გზაში შეუძლოდ გამხდარა. სასწრაფო ქირურგიული ჩარევა გამხდარა საჭირო, მაგრამ საავადმყოფოში ექიმებს რომ გაუგიათ, ავადმყოფი მღვდელიაო, ოპერაციაზე უარი უთქვამთ. მართალია, ახლობლების ჩარევით ოპერაცია მაინც გაუკეთეს, მაგრამ დაგვიანებული აღმოჩნდა - მამა ნიკოლოზი სულ მალე, 1932 წლის 26 აგვისტოს, საავადმყოფოში მიიცვალა. მას ძველი ხელნაწერები და მდიდარი ბიბლიოთეკა დარჩა, რომელიც დღემდე სათანადოდ არ შესწავლილა.

წყარო: მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge


Share: