The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათელა მამარდაშვილი

ნათელა მამარდაშვილი
დაბადების თარიღი:1939  (86 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1966 წელს.

1958 წლიდან ცხოვრობდა სოხუმში. 1968 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის რაიონის კელასურის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ასწავლიდა ასევე რელიგიას და კულტურას. 1990-1993წწ. აფხაზეთში იყო დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო საზოგადოების პრეზიდენტი. არის 15 წიგნის ავტორი. დევნილობის შემდეგ იმერეთში გადავიდა საცხოვრებლად, მუშაობდა ხონის მეოთხე საჯაროს კოლაში. მან და სერგო წურწუმიამ ქუთაისში აღადგინეს გაზეთი "ცხუმი", რომელიც უსახსრობის გამო მალე დაიხურა.
წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 207

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: