შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იმირ მამედლი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფაშიანში, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1980 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტში, ასევე – გაზ. "სოვეტ გურჯისტანის" რედაქციაში. 1992–1996წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი და მრჩეველი; 1996–2000წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბანკის, შემდეგ კი – რეგიონული პოლიტიკისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე. წერს, როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ ენაზე. მისი სამეცნიერო-პუბლიცისტური და მთარგმნელობითი მოღვაწეობა ასახულია ოცზე მეტ წიგნსა და პუბლიცისტურ სტატიაში. მან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", ვაჟა-ფშაველას "ალუდა ქეთელაური" და "სტუმარ-მასპინძელი", გ. ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანი", ჯ. ჩარკვიანის, მ. ფოცხიშვილის ლექსები და სხვ. წერს ნაწარმოებებს ორ ენაზე, აზერბაიჯანულად და ქართულად. გამოცემული აქვს ლექსების კრებული "ფიქრთაღრიცხვა" (2003). 2004 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ბაქოში. პროზაიკოსი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.208; პირველი არხი: 1tv.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.491-492 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |