შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა მამფორია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელ ოქტომბერი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებიდან ბეჭდავდა ლექსებს, ლიტერატურულ წერილებს, ესეებს. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული "ტვირთი" და მონოგრაფია "დათოვლილი სანთელი – ტერენტი გრანელის პოეზია". არის ფილოლოგიის დოქტორი, 30-ზე მეტი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ "რიწის" პასუხისმგებელ მდივნად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ლექტორად. დევნილობის შემდეგ მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში სხვადასხვა თანამდებობაზე: სწავლულ მდივნად, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, დირექტორის მოადგილედ. არის საზოგადოებრივი კოლეჯის "ცხუმ-ეგრისის" დამფუძნებელი და დირექტორი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 208 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |