The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი კვიტაიშვილი

აკაკი კვიტაიშვილი
დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1967  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა კლასიკური გიმნაზია და სამხედრო სასწავლებელი.

I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი, როგორც დივიზიის ოფიცერი, კავკასიის ფრონტზე გაგზავნეს, მონაწილეობა მიიღო მრავალ ბრძოლაში. 1917 წელს, რევოლუციის შემდეგ  კაპიტნის ჩინით ქართული ჯარის მეოთხე ათასეულში დაინიშნა. მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ წარმოებულ ყველა ბრძოლაში. ერთ–ერთი ბრძოლისას თურქებმა ტყვედ ჩაიგდეს, მაგრამ ხუთ ჯარისკაცთან ერთად მოახერხა ტყვეობიდან გაქცევა და ახალციხეში თავის ათასეულს შეუერთდა, შემდეგ აკაკი კვიტაიშვილმა რეგულარულ ჯარს თავი დაანება და ვალიკო ჯუღელთან გადავიდა სახალხო გვარდიაში, სადაც სამტრედიის რაიონის გვარდიის ათასეულის უფროსად დაინიშნა. იგი აქტიურად იბრძოდა რუსეთ–საქართველოს 1921 წლის ომში. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ აკაკი კვიტაიშვილმა სამხედრო სამსახურს თავი დაანება, ამ პერიოდიდან ჩართული იყო არალეგალურ მუშაობაში, რაც "ჩეკას" არ გამოპარვია. საქართველოს ანექსიიდან სულ მალე აკაკი კვიტაიშვილი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და უცხოეთში წასულიყი. საზღვარგარეთ იგი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ბრძოლაში – იყო "მხედართა კავშირის" გამგეობის მუდმივი წევრი და სოციალ–დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი. ჟურნალ "მხედარში" სამხედრო თემაზე ბეჭდავდა სტატიებს: "ქართული მხედრობა" (№2, 1929), "ზოგი რამ ისტორიულ ფაქტებზე" (№14-15, 1933), "ჯარისკაცის აღზრდის შესახებ" (№16, 1934). რუსეთ–საქართველოს 1921 წლის ომი აკაკი კვიტაიშვილმა, როგორც იმერეთის მეორე ბატალიონის ყოფილმა უფროსმა, დოკუმენტური სიზუსტით აღწერა 1966 წელს პარიზ–აბონდანში დაწერილ ნარკვევში: "რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ" (საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე N2. თბილისი, 1990. ტ.137, გვ.114-129),  "ბრძოლები თბილისთან" ("სიტყვა"-  ანალიტიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა. თბილისი, 2008. N 3. გვ. 91-98). II მსოფლიო ომში აკაკი კვიტაიშვილი, როგორც უბრალო მოხალისე გმირულად იბრძოდა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: აკაკი კვიტაიშვილი : 1921 წელს სახალხო გვარდიის წევრი / გურამ შარაძე // მამული .-თბილისი, 1990.- N3.- გვ.3; აკაკი კვიტაიშვილი : საფრანგეთში ემიგრაციაში გარდაცვლილი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და წერილები / გურამ შარაძე //მამული .-თბილისი, 1990 .- N3.-გვ.2-6


გააზიარე: