The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონტი იოსელიანი

ლეონტი იოსელიანი
ოფიციალური სახელი:ვატი იოსელიანი
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1970  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლახირი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის საჰაერო სამხედრო სასწავლებელი; ქ. კუბიშევის სამხედრო საავიაციო სასწავლებელის სამხედრო აკადემია 1937 წელს.

მსახურობდა სხვადასხვა სამხედრო ნაწილებში, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის სამხედრო აკადემიაში. აკადემიაში სწავლის დროს მან პირველმა დასვა თვითმფრინავი მესტიაში, რასაც დიდი ზეიმით შეხვდა სვანეთის საზოგადოება. 1937 წელს იგი გაგზავნეს ქ. ვიტებსკში ავიაგამანადგურებელზე სამუშაოდ. აქ მოუსწრო მას დიდმა სამამულო ომმა, რაშიც აქტიურად ჩაება და წარმატებით განახორციელა არა ერთი სამხედრო ოპერაცია. 1942 წლის დასაწყისში ერთ-ერთი შეტაკების დროს მტრის ნაღმმა მძიმედ დააზიანა ლ. იოსელიანის თვითმფრინავი და იგი იძულებული გახდა პარაშუტით დაშვებულიყო დედამიწაზე. ბელორუსიის ხშირმა ტყეებმა საშუალება არ მისცა მას მიწაზე დაშვებულიყო და მძიმედ დაჭრილი რამდენიმე დღე და ღამე ხის წვერზე იყო ჩამოკიდებული. ბოლოს მას სიცოცხლე ბელორუსმა პარტიზანებმა შეუნარჩუნა. სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოწერის შემდეგ მუშაობა გააგრძელა სამხედრო შტაბში. 1948 წელს იგი პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით გავიდა თადარიგში. სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.183


გააზიარე: