The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირმა მახარაძე

ირმა მახარაძე
დაბადების თარიღი:1975  (50 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი არაბული ენისა და კულტურის სპეციალობით 1998 წელს.

2001-2007 წლებში მუშაობდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში არაბული ენის მასწავლებლად. თარგმნის არაბული და ინგლისური ენებიდან. მისი ნათარგმნი არაბული ლიტერატურის ნიმუშები დაბეჭდილია "ჩვენს მწერლობაში", "არილში" და სხვა გამოცემებში. აღმოსავლეთმცოდნე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 215-216


გააზიარე: