The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მებუკე

დავით მებუკე
Other name:ცვარ-ნამი  (Pseudonym)
Date of birth:5 September, 1892
Date of death:26 March, 1961  (at 68 years)
Category:Writer, Poet, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ხონი.

1900 წლიდან სწავლობდა ხონის სამოქალაქო სასწავლებელში; 1903 წლიდან - ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. 1914 წლიდან იყო მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

1907-1923წწ. მუშაობდა სცენისმოყვარეთა ჯგუფში. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, დაბებში და სოფლებში მონაწილეობდა წარმოდგენებში, საქველმოქმედო საღამოებში. განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული თეატრის განვითარებაში. 1917 წლიდან გახდა პროფესიონალი მსახიობი. 1921 წელს დანიშნებს ხონის თეატრის ხელმძღვანელ-რეჟისორად. როგორც რეჟისორმა თეატრში დადგა საკუთარი თუ გადმოკეთებული პიესები ("ეჭვიანი ცოლი", "მტრის ხმლით", "დონ კიხოტი საქართველოში", "მონის ცეკვა" და სხვ.), რომლებშიც თავადვე მონაწილეობდა.1931 წელს ტფილისში დაამთავრა საკავშირო სუბტროპიკული ინტიტუტი. 1932 წლიდან მუშაობდა ჰიდრო-მეტეოროლოგიურ მომსახურეობის სამმართველოში აგრო-მეტეოროლოგიის დარგში. ბავშვობიდან წერდა ლექსებს. 1911 წელს გაზეთ "კოლხიდაში" დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი "გლოვის ზარი". ამის შემდეგ ბეჭდავდა ლექსებს სხვადასხვა გაზეთებში; თანამშრომლობდა გაზეთ "ასპიროზში", ჟურნალ "კანდელში", საბავშვო ჟურნალ "პიონერში".   აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „ვალერიან შალიკაშვილი“ (1956).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 217; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.641-644საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 648

Bibliography


Share: