The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ მეგრელიშვილი

გრიგოლ მეგრელიშვილი
სხვა სახელი:მთის ნიავი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:30 იანვარი, 1919  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ შუა ფარცხმის სასაფლაო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუა ფარცხმა, ჩოხატაურის რაიონი.

სწავლა ქუთაისში დაიწყო, მაგრამ 1914 წელს გადმოვიდა ქუთაისიდან თბილისში და სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში. ლექსებს სიყმაწვილიდანვე წერდა. მისი პირველი ლექსი 1914 წელს გამოქვეყნდა გაზეთ "თემში". 1918 წელს გრიგოლ მეგრელიშვილი გახდა ახლად დაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, იმავე წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე და აჭარაში, ბათუმთან ებრძოდა თურქებს, იმერეთში, საჩხერეში ოსებს, აფხაზეთში, უფრო სწორად ჯიქეთში, დენიკინის რუს ბანდიტებს. შემდეგ მესხეთში, ფოცხოვში იცავდა საქართველოს, სადაც მოკლეს კიდეც სამშობლოსათვის თავგანწირული 21 წლის პოეტი. 

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 218; მედიასახლი "გურია ნიუსი": gurianews.com; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"karibche.ambebi.ge; კარგ ქართველთა სასაფლაო: geonecropol.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.652

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: