The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კოტე მელაშვილი

კოტე მელაშვილი
Date of birth:21 May, 1923  (101 years)
Category:Scientist, Writer, Poet, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა დიმი, ბაღდადის რაიონი.

1940 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკურ ფაკულტეტზე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ექსტერნის წესით 1951 წელს. 

1941-1942 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოკლევადიან კურსებზე სწავლის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების უმცროსი ლეიტენანტის წოდებით გაამწესეს განსაკუთრებულ სამხედრო ნაწილში, იყო მოკავშირე ქვეყნების იალტის კონფერენციის მონაწილეთა დაცვის საგანგებო სამხედრო-სადაზვერვო ნაწილის უფროსი ყირიმში. 1945-1946წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის განყოფილებაში.  1957-1979წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხეა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.  პირველი ლექსები დაიბეჭდა "ახალგაზრდა კომუნისტსა“ და "ნორჩ ლენინელში" 1939 წელს. გამოქვეყნდა მისი ლექსების წიგნი სერიით "ქართველი მწერლები დიდ სამამულო ომში", ლექსების 7 და მოთხრობების 4 კრებული, ერთი ვრცელი კრიტიკული მონოგრაფია, 3 მეცნიერული წიგნი და მრავალი სტატია. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია 1977 წელს. 1979 წლიდან მუშაობს თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნიეერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის დოცენტად. დაჯილდოებულია ორდენით და მედლებით.  სამხედო მოღვაწე.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 220; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 79-80

Awards and Honors

  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: