The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ მელია

დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1995  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
19 წლისა გაიწვიეს ფრონტზე, სადაც მძიმედ დაიჭრა. 1946 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საიდანაც საბუთები გადაიტანა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1949-1980წწ. მოღვაწეობდა აჭარაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ავტორია ათეული წიგნისა, მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები ქართულ და რუსულ ენებზე. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. გამოცემული აქვს კრებულები: "ლექსები" (1955), "ლექსები" (1968), "მზე და სანგარი" (1970).

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 220; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: