შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მელუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ისტორია-ფილოლოგიისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები. 1986-1999 წლებში მუშაობდა ბეჭდურ მედიაში. არის ორი პოეტური და რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორი. გამოსცემდა და რედაქტორობდა საკუთარ გაზეთს, ჰქონდა საავტორო პროგრამა რადიოში. ხატვა დაიწყო ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში. 1970-2000წწ. მოღვაწეობდა ბეჭდვითი სიტყვის თითქმის ყველა გამოცემაში. 1999 წლის ბოლოს გაემგზავრა ემიგრაციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 2004 წელს შედგა მისი პირველი ნათლობა მხატვრობასთან. 2009 წლიდან არის ქალაქ სავანას (ჯორჯიის შტატი) ლენდინგის მხატვართა ასოციაციის წევრი, ამავე წლის ლენდინგის ასოციაციის საგაზაფხულო გამოფენის (200-ზე მეტ მხატვართა შორის) გამარჯვებული აკრილის მედიუმში. 2009-2011წწ. მერილ ლანჩ ჰაუსის არტრიუმ გალერის ყველა გამოფენის მონაწილე, ასევე ქალაქ სავანას SPACE გალერის 2010 წლის გამოფენის მონაწილე. მისი ნამუშევრები 6 თვის განმავლობაში უწყვეტად იყო გამოფენილი ქალაქ სავანას მერიის სივრცეში. 2011 წლიდან, სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, აქტიურად ჩაება სახელოვნებო ცხოვრებაში. 2012-2020წწ. მონაწილეობდა მხატვართა ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საგაზაფხულო და საშემოდგომო ყველა გამოფენაში, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. არის აშშ-ს ჯორჯიის jorjiis Statis Landings Art Associationis წევრი. გიორგი მელუას ნამუშევრები დაცულია აშშ-ს, ჩინეთის და საქართველოს კერძო კოლექციებში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 220; ონლაინ სამხატვრო გალერეა: gemarket.art
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |