The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ მესხი

რობერტ მესხი
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1973  (52 წლის)
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფილოლოგიის ფაკულტეტი 1996 წელს.

ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1989 წლიდან. 1997-2000წწ. მუშაობდა გაზეთ "აფხაზეთის ხმაში", 2000 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად თბილისში ფუნქციონირებს. არის სსუ-ს დოქტორანტი. მისი ლექსები შესულია სხვადასხვა კრებულებში. 2001 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული "აპრილი უშენოდ" (რედაქტორი – ოთარ მიქაძე); 2004 წელს – "წაშლილი ბაიათი" (რედაქტორი – ვახტანგ ღლონტი); 2008 წელს – "ნიჟარები" (რედაქტორი – მარინე  ტურავა); "მთვარე და ქუჩა" (2010), "მზის რაფსოდია" (2013); მონაწილეა და ნომინანტია ლიტერატურული კონკურსებისა "შოთაობა", "წერო" და სხვა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 221-222 პოეტრი: poetry.geსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: facebook.com

ბიბლიოგრაფია

  • ბეღურების ბაღი : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, სამშობლო , 2021. - 48გვ.. - ISBN: 9789941977145
  • Narcosis : ლექსები (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 2020. - 124გვ.. - ISBN: 9789941972508
  • მზის რაფსოდია : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საუნჯე, 2013. - 176გვ.. - ISBN: 9789941442711
  • მთვარე და ქუჩა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 146გვ.. - ISBN: 9789941129797

გააზიარე: