შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის, საზოგადოებრივ პროფესიათა და იურიდიული ფაკულტეტები. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, გამომცემლობა "დიოგენეში". არის ქიმიის დოქტორი, ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სასკოლო სახელმძღვანელო ქიმიაში. გამოცემული აქვს ლექსების 5 კრებული და ერთი ზღაპარი. სხვადასხვა გამოცემაში დაბეჭდილი აქვს რუსული, ფრანგული და იაპონური პოეზიის თარგმანები. არის ალმანახ "ამერ-იმერის" პასუხისმგებელი მდივანი. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 223 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |