| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად პრესაში და რადიო-ტელევიზიაში. ავტორია 35-მდე ორიგინალური და გადმოქართულებული პიესისა. "ზაზა ვაჩნაძის" ფსევდონიმით ჟურნალ "გზა"-ში გამოქვეყნებული აქვს ხუთი რომანი. მისი პირველი ლექსი ახალგაზრდობაზე 1965 წლის აგვისტოში გაზეთ "თბილისში" დაიბეჭდა; გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "სულის სანთლები" (2014) და "სასწაული". მის კალამს ეკუთვნის რომანები: "ველური წაბლის ხეივანი" (5-წიგნიანი თბილისური საგა; დაიბეჭდა "ზაზა ვაჩნაძის" ფსევდონიმით) და "მტკვარწაღებულნი". ავტორია არაერთი ორიგინალური და გადმოქართულებული პიესისა. პიესისთვის "ეშმაკის ბორბალი" გადაეცა "ლიტერატურული სახელების" პრემია (2014). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 222-223; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

