შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო მეშველიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნანარი, ქვემო სვანეთი. 1993 წელს ჩააბარა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, თუმცა, მიზეზთა გამო, იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა და საზღვარგარეთ წასულიყო. ჩვიდმეტი წელი გაატარა უცხოეთში, ბოლო ცამეტი წელი ცხოვრობდა ესპანეთში. ლექსებს წერს სტუდენტობიდან. თუმცა პირველი პუბლიკაცია მოგვიანებით ჟურნალ "ცისკარში" შედგა, შემდეგ კი; "ჩვენს მწერლობაში". მისი ლექსები და პროზაული ჩანაწერები სისტემატურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში. მისი ლექსები თარგმნილი და შეტანილია, უცხოურ ქვეყნებში გამოცემულ კრებულებსა თუ ანთოლოგიებში. გამოცემულია მისი პოეტური და დოკუმენტური პროზის ოთხი კრებული: "ღამე სასწაული" (2011), "მიჟლაჰარ" (2014), "ქუნარეშ" და "Arboles Altos". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 224; პირველი არხი: 1tv.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |