The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახაბერ ფიფია

კახაბერ ფიფია
Date of birth:26 September, 1973  (51 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობა - ისტორია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი მსოფლიოს ისტორიის განხრით.

1995 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრაზე; 2006 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2008-2009 წწ. ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2012 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2015 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი; 2004 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე: "რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II სს." (სპეციალობა - მსოფლიო ისტორია). სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ანტიკური პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია; რომის იმპერიისა და ანტიკური საქართველოს (კოლხეთი, იბერია) ისტორიის პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 5 მონოგრაფია. ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მსოფლიო ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელი.

Member of Organizations

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი

Bibliography


Share: