The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი შარაბიძე

ირაკლი შარაბიძე
Date of birth:28 January, 1976  (49 years)
Category:Public official, Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანი ფაკულტეტი 1994 წელს; ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტი 2003 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა ქართულ-ინგლისური ერთობლივი  კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ის გემებზე დაიწყო, მომდევნო წლებში ერთობლივი და ცნობილი უცხოური სანაოსნო კომპანიების:«ABC MARITIME»-ს, «COLUMBIA SHIPMANAGEMENT»-ის, «EASTWIND SHIPMANAGEMENT»-ისა და «MOTIA COMPAGNIA DI NAVIGAZIONE SpA»-ს მენეჯმენტისა და მართვის ქვეშ მყოფ ტანკერებზე გაიარა მან საზღვაო შტურმანობის ყველა საფეხური, იყო შორეული ნაოსნობის კაპიტნის მესამე (1994-1997), მეორე (1997-2000) და უფროსი თანაშემწე (2000-2004), 2004 წელს კი თავად გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 2004 წლიდან კაპიტნად ცურავდა და მეთაურობდა ერთ დროს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს კუთვნილი ტანკერების -«NINO»-ს (ექს- «G.ORDZHONIKIDZE»), «ARAL WIND»-ის (ექს- «UZNADZE»), «AMUNDSEN WIND»-ის (ექს-«BAKRADZE»), «ADRIATIC WIND»-ის (ექს- «KACHARAVA») და გერმანული კომპანია «SEAARLAND SHIPMANAGEMENT»-ის გემების ეკიპაჟებს; 2008 წელს მან სინგაპურში გაიარა აუდიტორ-ინსპექტორის (ISM/ISPS AUDITOR) გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალური კურსები და 2009 წლამდე კომპანია «EASTWIND SHIPMANAGEMENT»-ის კოორდინატორისა და საზღვაო სუპერინტენდანტის  მოვალეობებს ასრულებდა; 2008 წლიდან იყო საზღვაო-საკრუინგო კომპანია " ASP CREW MANAGEMENT GEORGIA  LTD" -ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი-გენერალური დირექტორი; 2010 წლიდან საჯარო სამსახურშია, თავდაპირველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის მოადგილედ, 2012-2022 წლებში კი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორად; 2021 წელს პარტნიორებთან ერთად დაარსა მეზღვაურთა გადამზადების საზღვაო-საწვრთნელი ცენტრი «მერიდიანი,» რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი (2013).

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: