შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა პაპუნაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს. 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრს - საზოგადოებრივი კოლეჯი - "აისი" (1986-2018); მისი დაუღალავი შრომითა და სახელმწიფოს მხარდაჭრით შესაძლებელი გახდა კახეთის რეგიონში პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის არსებობა; წლების განმავლობაში იყო პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრი, პროფესიული განათლების სფეროში ახალი პროექტების ინიციატორი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საპატიო და დამსახურებული წევრი. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო: საქართველოს პრეზიდენტის მადლობის წერილი და წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) "ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |