შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მათე კერესელიძე![]()
ბიოგრაფიავერმახტის ეფრეიტორი მათე კერესელიძე (ფსევდონიმი "კერესი") მიხეილ კედიას შუამავლობით ემიგრანტებისაგან შექმნილ ნაწილში საჰაერო-სადესანტო ნაწილის "თამარ პირველის" შემადგენლობაში ირიცხებოდა, ჯგუფს, როგორც პარტიზანულ რაზმს ქალაქ ორლეანთან მდებარე სადაზვერვო სკოლაში წვრთნიდნენ, ასწავლიდნენ აფთიაქში ნაყიდი წამლებით ბომბების დამზადებას, კავშირგაბმულობას, რუკების კითხვას, ორიენტირებას. კავკასიაში გადმოსასროლად საგანგებოდ გაიწვრთნა პარაშუტისტთა ჯგუფიც ქართველ მედესანტეთა - შოთა თაქთაქიშვილის, ალექსანდრე სულხანიშვილის, გიორგი თუხარელის, ფაშალიშვილისა და სხვათა შემადგენლობით. მათ მომზადება შტეტინში გაიარეს მიულერის ხელმძღვანელობით. 1942 წლის ზაფხულში "დივერსანტ-პარაშუტისტთა" ჯგუფთან ერთად საქართველოში გადაიყვანეს მათე კერესელიძეც. "ერთ უკუნეთ ღამეში ყველანი პლანერებით გადაგვისროლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში", - წერდა მათე კერესელიძე თავის მოგონებებში. სადესანტო ჯგუფის ნაწილი სმოლენსკთან გადასვეს. მათგან თითქმის ყველა შეიპყრეს და დახვრიტეს. "დივერსანტ-პარაშუტისტებს" საქართველოს შინსახკომი სასტიკად გაუსწორდა. მათთან ერთად ყოფილან გერმანელი ინსტრუქტორები, რომლებიც ხეებზე უპოვიათ დახვრეტილები. "ალექსანდრე კანკავას თურქეთის საზღვრებისკენ მოუხერხებია გაქცევა, შალიკო მაღლაკელიძე კი თითქოს ჩაუქვავებიათ და ისე მოუკლავთ. დანარჩენები სხვადასხვა კუთხეში ტყეებში დაუხოციათ", (მათე კერესელიძის მემუარები). თავად მათე კერესელიძე ცაგერის რაიონში უთანასწორო ბრძოლაში დაიჭრა და რუსეთის საპყრობილეში გატარებული 15-წლიანი ტყვეობის შემდეგ დაუბრუნდა მამასა და ცოლ-შვილს. მისი მეუღლე იყო მარია (მაია) დრუჟინინა, ჰყავდათ ერთადერთი შვილი – ნინო კერესელიძე-ბადუალი (1936). ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მათე კერესელიძის შვილიშვილი, გიორგი კერესელიძის შვილი. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: გოლგოთის გზაზე მავალი : მათე კერესელიძის ეპისტოლეების მიხედვით / მარიამ მარჯანიშვილი //ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2019.- N 9 (105).- გვ. 44-50 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |