The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნესტორ მაღალაშვილი

ნესტორ მაღალაშვილი
Other name:მურად ბეი მაღალაშვილი
Date of birth:1882
Date of death:1937  (at 55 years)
Category:Politician

Biography

ნესტორ მაღალაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა 1900 წელს დაიწყო, როდესაც თავის ნათესავებთან, ლეო და გიორგი კერესელიძეებთან ერთად თბილისში ჩამოაყალიბა "საქართველოს დამოუკიდებლობის წრე". იგი 1903 წლიდან თანამშრომლობდა ქართველ სოციალისტ-ფედერალისტებთან, ჩაბმული იყო 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1906 წლის მაისში მონაწილეობდა დუშეთის გახმაურებულ ექსპროპრიაციაში, იმავე წელს ჟენევაში გაიქცა, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1907 წელს შვეიცარიის მთავრობამ მის ექსტრადირებაზე რუსეთს უარი უთხრა. 1910 წელს პეტრე სურგულაძესთან და ძმებ კერესელიძეებთან ერთად ჩამოაყალიბა "ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფი", რომლის მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო. 1913-1914 წლებში თანამშრომლობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთ "თავისუფალ საქართველოში". I მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) იყო გერმანიისა და ოსმალეთის ტერიტორიაზე მოქმედი "საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის" წევრი (ოსმალეთში ცნობილი იყო მურად-ბეის სახელით), "ქართული ლეგიონის" შტაბის უფროსი (პოდპოლკოვნიკის წოდებით). 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა თურქეთში. 1924-1926 წლებში იყო სტამბოლში კავკასიის გაერთიანებულ კონფედერატთა კომიტეტის წევრი, 1920-იანი წლების ბოლოს თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული პატრიოტული ორგანიზაციის, "თეთრი გიორგის" ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დაბრუნდა. 1935 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. დაიღუპა მასობრივი რეპრესიების დროს, "წითელ ტერორს" ემსხვერპლა ასევე მისი ძმა კონსტანტინე (კოხტა მაღალაშვილი  1885-1938). ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, I მსოფლიო ომის წლებში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.

წყარო: ქართულ-გერმანული არქივი: german-georgian.archive.ge; ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია = The history of the georgian emigrant journalism = История грузинской эмигрантской журналистики. ტ. 1 / გურამ შარაძე.-თბ.,2001.-გვ.

 dspace.nplg.gov.ge


Share: