შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სადმელი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია. 1884 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ხაშურის ორკლასიან სასწავლებელში; შემდეგ ხელთუბნის, სადმელის, გლოლის, ღების, წესისა და ბოლოს ისევ სადმელის სასწავლებლებში. ასწავლიდა გეომეტრიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას, რუსულ და ქართულ ენებს. 1925 წლიდან პენსიონერი. ცნობილი საზოგადო მოღვაწის, მათე კერესელიძის ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.626 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |