შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნესტორ კეჭაყმაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზენობანი, ჩოხატაურის რაიონი. 1903 წელს დააპატიმრეს გურიის განმანთავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. დაპატიმრებული იყო ქუთაისის ციხეში, შემდეგ სამი წლით გადაასახლეს რუსეთში (თ. ჟღენტი, "1905 წელი გურიაში", ტფ., 1927 წელი). 1905 წელს, მეგზურობას უწევდა სულთან კრიმ-გირეის გურიაში მოგზაურობის დროს და ჟურნალ "მოგზაურში" აქვეყნებდა კორესპონდენციებს, სადაც დაწვრილებით აღწერდა ამ მოგზაურობისა და გურულებთან შეხვედრის ამბებს. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.652
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |