The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კვერკველაძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

მსახურობდა ტფილისის ფოსტის მოხელედ, ამავე დროს თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. ალექსანდრე კვერკველაძემ 1901 წლის 20 მარტს  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, გამოეცათ მისი ნაწარმოები "სამყაროს მეცნიერული შეგონება". 1901 წლის მარტში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ალექსანდრე კვერკველაძეს წიგნის დაბეჭდვაზე უარი უთხრა. მიზეზად უსახსრობა დასახელდა.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.658; საქართველოს პროსოროგრაფია: prosopography.iliauni.edu.ge

ბიბლიოგრაფია

  • მეცნიერების დედა-აზრი (ავტორი). - ტფილისი, ე. ი. ხელაძის სტ. ( იაფ-ფასიანი გამოც. სტეფანე კონსტანტინეს ძის ზუბალაშვილის საფასით N3), 1902. - 36გვ.

გააზიარე: