The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი კვირკველია

Date of birth:1908
Date of death:8 March, 1944  (at 36 years)
Category:Writer, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მაიდანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული მუშაფაკი 1935 წელს.

სწავლის პარალელურად მუშაობდა რიონჰესის მშენებლობაზე. შემდეგ იყო პოლიტმუშაკი, მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორი. საქართველოს სსრ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს მე-7 სესიამ აირჩია საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს ერთ-ერთ მსაჯულად ქუთაისში, ასევე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1930 წელს. 1937 წლიდან სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები: "ხაშიმ კიოტი", "გრიგალი", "მეტივე", "ფრონტი", "შეხვედრა ჯოკიასთან", "გამომძიებელი", "სიფხიზლე", "თეთრების გაქცევა"; ასევე აქვეყნებდა ნარკვევებს საკოლმეურნეო ცხოვრებიდან და საქართველოს რევოლუციური წარსულიდან.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.658


Share: