შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ქ. მოსკოვის საკავშირო იურდიული ინსტიტუტი 1951 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა უშიშროებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სამხედრო პროკურატურაში პასუხსაგებ თანამდებობებზე. 1965 წელს როგორც გამოცდილი იურისტი დააწინაურეს, სამუშაოდ გადაიყვანეს და დანიშნეს საკავშირო პროკურატურის ცენტრალურ აპარატში სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო აქტების კანონიერების ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორის თანამდებობაზე. წლების მანძილზე იყო საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის მრჩეველი საქართველოდან გაგზავნილ საქმეებზე. 1978 წელს სამუშაოდ გადმოიყვანეს საქართველოში და დანიშნეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. იყო შესანიშნავი მოქალაქე, განათლებული და ღვაწლმოსილი იურისტი. ქართველ იურისტთა ფართო წრეებში დიდი დამსახურებითა და პატივისცემით სარგებლობდა. პროკურატურის სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენებითა და მედლბით, მინიჭებული ჰქონდა იუსტიციის გენერლის წოდება. იუსტიციის გენერალი, დამსახურებული იურისტი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.190
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |