The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ კელენჯერიძე

დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1862
გარდაცვ. თარიღი:1953  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტაბაკინი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1881 წელს, ქუთაისის პროგიმნაზია და გიმნაზიის 7 კლასი.

სიღარიბის გამო მე-8 კლასიდან გამოვიდა. მოიპოვა სახალხო მასწავლებლის წოდება და 1885 წლიდან მასწავლებლობდა ზესტაფონის სხვადასხვა სკოლაში და სამოქალაქო სასწავლებელში. 1890-იანი წლებიდან დაუახლოვდა ეგნატე ნინოშვილს, მასთან ერთად მუშაობდა და იყო მისი უახლოესი მეგობარი (ებარა რევოლუციონერ მუშაკთა დასახმარებლად შეგროვილი თანხის საიდუმლო სალარო). 1896-1900 წლებში ხშირად იწვევდნენ მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე მათემატიკასა და რუსულ ენაში (წერა) საჩვენებელი გაკვეთილების ჩასატარებლად. მონაწილეობდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობაში. ბესარიონ კელენჯერიძის თაოსნობით ზესტაფონში გაიხსნა ლიტერატურით მდიდარი წიგნთსაცავ-სამკითხველო, იგი იყო შენობის ამგები კომისიის წევრი და მუშაობდა სრულიად უსასყიდლოდ. 1900-1905 წლებში მონაწილეობდა ზესტაფონის თეატრის მშენებლობაში. 1907-1916 წლებში, თავმჯდომარეობდა ზესტაფონის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების დაარსებას. 1917 წელს, პირადი დანაზოგიდან გადასცა 600 მანეთი, თავისუფალი შემოწირულობის სახით შეკრიბა 70.000 მანეთი, ასევე მონაწილეობდა მრავალი სკოლისა და სამკითხველოს დაარსებაში. 1922-1928 წლებში იყო ქალაქის საბჭოს აქტიური წევრი, აქვეყნებდა აღმზრდელობითი ხასიათის ლექსებსა და წერილებს რაიონულ გაზეთ "ლენინელში". 1932-1935 წლებში ფერომარგანეცის მუშებს ასწავლიდა წერა-კითხვას. 1935-1936 წლებში მუშაობდა ზესტაფონის მოზრდილთა საშუალო ათწლედში მასწავლებლად და საზოგადო-კულტურულ საქმიანობასაც ხელმძღვანელობდა. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.619

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილას განყოფილება, წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილას განყოფილების გამგეობა , წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: