The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ ტანიე

გაბრიელ ტანიე
ოფიციალური სახელი:სოსო გაჩავა
დაბადების თარიღი:1971  (54 წლის)
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, რეჟისორი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

წლების განმავლობაში ეწეოდა როგორც სასულიერო მოღვაწეობას, ისე პედაგოგიურ საქმიანობას (ასწავლიდა ხატვას და თექაზე მუშაობას) საქართველოსთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან, საზღვრისპირა რეგიონებში –  სამცხე-ჯავახეთსა და ფშავ-ხევსურეთში. საკუთარ მოსწავლეებთან ერთად მოწყობილი აქვს ოთხი გამოფენა აღმოსავლეთ საქართველოს ჩეჩენ-ინგუშეთის საზღვრისპირა რეგიონში. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს აღადგინეს 3 უძველესი, ისტორიული მნიშვნელობის ეკლესია. ასევე დაიწყო საუკუნის პროექტად წოდებული როშკა-არხოტის გზა. როგორც კინოდოკუმენტალისტი, მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში. რამდენიმე  წელი ცხოვრობდა პრაღაში და მსახურობდა ჩეხეთის მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში. მისი სადებიუტო რომანი "ქანაანის შვილები" გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. იგივე ბედი გაიზიარა მეორე რომანმაც – "ანგელოზთა საკითხავი" – რომელიც "ინტელექტმა" 2021 წელს გამოსცა. პროფესიით კინორეჟისორი.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ბიბლიოგრაფია

  • The Children of Canaan : Novel (ავტორი). - Tbilisi, Creative Angel, 2019. - 319p.. - ISBN: 9789941961694

გააზიარე: