The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კელენჯერიძე

დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1892  (132 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია სპეციალური პედაგოგიური კლასით (1903-1909). 1910 წლიდან სწავლობდა პეტერბურგში საბუნებისმეტყველო კურსებზე და უცხო ენების პედაგოგიურ კურსებზე (1913-1916).

1916 წლიდან მუშაობდა მამის-ბესარიონ კელენჯერიძის თაოსნობით დაარსებულ და ზესტაფონის ინტელიგენციის მიერ შექმნილ გიმნაზიების "სამზრუნველო საბჭოში". 1922 წლიდან იყო განათლების რაიონული ადგილკომის წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების და მასთან არსებული მეთოდური სექტორის წევრი, გაზეთ "საბჭოთა მასწავლებლის" კორესპონდენტი, დაწყებითი და საშუალო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გეოგრაფიის სამეცნიერო კაბინეტის მეცნიერ-კორესპონდენტი. სხვადასხვა დროს პედაგოგად მუშაობდა ზესტაფონის სამრევლო სკოლაში (1909), ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში (1916), ზესტაფონში (1917-1922), თბილისის კავშირგაბმულობისა და მე-13 ტექნიკუმებში, 26-ე საშუალო სკოლაში, ხორცის მრეწველობის კომბინატთან არსებულ საქარხნო-საფაბრიკო სკოლაში (1930), მუშათა ფაკულტეტის მოსამზადებელ კურსებზე (1931), ზოოვეტერინალურ ტექნიკუმში (1933), პედაგოგიურ ტექნიკუმში (1934-1936), ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში (1935). 1938 წლიდან საქართველოს სომეხ და აზერბაიჯანელ მოსახლეობას ასწავლიდა ქართულ ენას, მუშაობდა კინო-ლექტორადაც. ასწავლიდა ქართულ, რუსულ, ფრანგულ ენებს, არითმეტიკას, გეოგრაფიას და სხვ. 1922 წლიდან იყო განათლების რაიონული ადგილკომის წევრი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების და მასთან არსებული მეთოდური სექტორის წევრი, გაზეთ "საბჭოთა მასწავლებლის" კორესპონდენტი, დაწყებითი და საშუალო სკოლების სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გეოგრაფიის სამეცნიერო კაბინეტის მეცნიერ-კორესპონდენტი. ნინო კელენჯერიძე წერდა და აქვეყნებდა სამეცნიერო-მეთოდურ წერილებს, ატარებდა სამეცნიერო-პედაგოგიურ კონფერენციებს, მონაწილეობდა გეოგრაფიის სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო მეთოდების შედგენა-დამუშავებაში. ნინო კელნჯერიძის შესახებ საკავშირო და რესპუბლიკურ პერიოდულ პრესაში ხშირად ქვეყნდებოდა წერილები და სტატიები. საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ბესარიონ კელენჯერიძის შვილი, კონსტანტინე კელენჯერიძის და. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.624

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილას განყოფილება, წევრი (1913-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: