The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კვასხვაძე

დაბადების თარიღი:მაისი, 1905  (119 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუნჯვათი (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა ლანჩხუთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება 1929 წელს.

ლანჩხუთში შალვა კვასხვაძე ხელმძღვანელობდა ხელნაწერი ჟურნალის გამოცემას, მას მიმოწერა ჰქონდა იოსებ იმედაშვილთან და ჟურნალ "თეატრი და ცხოვრებას" უფასოდ იღებდა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ისმენდა ლექციებს სამხატვრო აკადემიაში და კინოსტუდიაში. 1929-1930 წლებში სურამში მუშაობდა პედაგოგად და იურისტად. 1930-1931 წლებში სწავლობდა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1925 წლიდან დაიწყო ქართული ხელოვნების ძეგლების შესწავლა. 1932-1935 წლებში საგანგებოდ შეისწავლა ქართული არქიტექტურის ძეგლები, ფრესკული მხატვრობა, წიგნის მხატვრობა და გამოყენებითი ხელოვნება. 1936 წელს წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი ქართული ხელოვნების ისტორიაში თემაზე: "ვისრამიანი ქართულ მხატვრობაში" და იმავე წელს დაიწყო მუშაობა ქართული ხელოვნების მუზეუმში (მეტეხი) მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 1944-1946 წლებში იყო საქართველოს სურათების გალერეის სწავლული მდივანი და სიძველეთა დაცვის კომიტეტის ინსპექტორი; 1945-1951 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული "მთავარპოლიგრაფსამმართველოს" უფროსი მხატვრული რედაქტორი. 1940 წელს შალვა კვასხვაძის თანაავტორობით გამოიცა წიგნი "საბჭოთა საქართველოს მხატვრები" (რუსულ ენაზე 1941 წელს), ასევე გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და გამოკვლევები.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.656

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: