Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო სამყურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ტექნიკურ ფაკულტეტზე – თარჯიმან-რეფერენტის (ინგლისურის) სპეციალობის განხრით; მედიისა და კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა გაიარა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).
<2003 წლიდან აქტიურ ჟურნალისტიკაშია. 2007-2019წწ. მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ში ახალი ამბების კორესპონდენტის პოზიციაზე; 2019 წლის სექტემბრიდან არის "მთავარი არხის" ახალი ამბების პოლიტიკის ჟურნალისტი და დილის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა Thomson Reuters Foundation-ის, მედია ინოვაციის ფონდ IREX-ის, BBC-ისა და კორეის კულტურისა და ინფორმაციის ცენტრის (KOCIS) სემინარებსა და ტრენინგ პროგრამებში. 2009 წლის აგვისტო-სექტემბერში იყო კონრად ადენაუერის ფონდის, ახალგაზრდა ლიდერებისა და ჟურნალისტების ზაფხულის სკოლის მონაწილე. 2020 წლიდან თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელია. 2020 წელს "ინტელექტმა" გამოსცა მისი სადებიუტო წიგნი "ჯავშანი".
წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |