The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რატი მუჯირი

რატი მუჯირი
დაბადების თარიღი:1984  (41 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

2004-2014წწ. იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტიორი და აშუქებდა ომების, კონფლიქტებისა და კრიზისების თემებს; 2014-2019წწ. მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. მისი ინიციატივით დაინერგა საქართველოში სახელმწიფო დროშისა და კონსტიტუციის დღის აღნიშვნა. პრეზიდენტის მრჩევლებთან ერთად იღებდა მონაწილეობას ადამიანის უფლებების დაცვის განხრით წარმოებულ საქმიანობაში. 2019-2021წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოში; 2019 წლიდან არის მოწვეული ლექტორი საქართველოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებში. ასევე ატარებს ტრეინინგებს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის. 2021 წლის გაზაფხულიდან დაუბრუნდა აქტიურ ჟურნალისტიკას და "ფომულაზე" გადაცემა "დროებისთვის" ამზადებს რეპორტაჟებს. სადებიუტო წიგნი "ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი" გამოსცა 2018 წელს. "მ@ილები ავღანეთზე" კი, რომელიც პირველი წიგნის ერთგვარი გაგრძელებაა, "ინტელექტში" 2020 წელს დაიბეჭდა.

წყარო: გამომცემლობა "ინტელექტი": intelekti.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: