The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთერ მესტვირიშვილი

ეთერ მესტვირიშვილი
დაბადების თარიღი:1980  (45 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 2001 წელს. სპეციალობა – ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (მაგისტრი).

აქვს მასწავლებლად მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება. ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენასა და მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. 2018 წელს მონაწილეობდა "ზოგადი განათლების სისტემის გაუმჯობესების" პროგრამის ფარგლებში ქართული, როგორც მეორე ენის სახელმწიფო შეფასებაში მონაწილე მოსწავლეთა მიღწევების დონეების განსაზღვრისა და სტანდარტის დადგენის პროცედურაში. მაია ოღრაპიშვილთან ერთად აქტიურადაა ჩართული განათლების სისტემის რეფორმაში. მათმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ თავისებური ასახვა ჰპოვა მათ მიერ შექმნილ სასკოლო სახელმძღვანელოებში. ავტორები კარგად იცნობენ მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებს, მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

წყარო: გამომცემლობა "ინტელექტი": intelekti.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: