The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ოღრაპიშვილი

მაია ოღრაპიშვილი
დაბადების თარიღი:1978  (47 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ქართული ენა, ლიტერატურა და ხელოვნებათმცოდნეობა 1999 წელს; იყო აკაკი გაწერელიასა და შოთა რუსთავეოლის სახელობის სახელობითი სტიპენდიანტი. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასპირანტურა. დაამუშავა თემა "პოეტური ლიცენცია და ნეოლოგიზმები გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში".

2000 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის 83-ე საჯარო სკოლაში. ასწავლიდა ქართულს, როგორც მეორე ენას, მშობლიურ ენასა და ლიტერატურასა და ხელოვნებას. მუშაობს თბილისის 182-ე სკოლაში, აქვს სკოლაში მუშაობის 21-წლიანი გამოცდილება. 2015 წლიდან არის Microsoft-ის ინოვაციური და ექსპერტი მასწავლებელი; პროგრამა etwinnig-ის წევრი; USID-ის ლიდერი მაწავლებელი. ეთერ მესტვირიშვილთან ერთად აქტიურადაა ჩართული განათლების სისტემის რეფორმაში. მათმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ თავისებური ასახვა ჰპოვა მათ მიერ შექმნილ სასკოლო სახელმძღვანელოებში. ავტორები კარგად იცნობენ მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებს, მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

წყარო: გამომცემლობა "ინტელექტი": intelekti.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: