შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აზა იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს. 1982 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, პარალელურად მუშაობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოსოფიის კათედრაზე პედაგოგად. 1990 წლიდან მისი შრომითი მოღვაწეობა უკავშირდება მოსკოვის საფინანსო აკადემიის ფილოსოფიის კათედრას, სადაც მან განვლო რთული სამეცნიერო და პედაგოგიური გზა ასისტენტიდან პროფესორობამდე. 1994 წელს თბილისში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მას მიანიჭეს ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და დოცენტის წოდება. 2002 წელს როსტოვის ფედერალურ უნივერსიტეტში მოიპოვა სადოქტორო ხარისხი. ამავე წელს მას მიანიჭეს პროფესორის წოდება. იგი ათზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი და სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოს წევრია. მას მუდმივად იწვევენ რუსეთის, ლატვიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების აკადემიურ სასწავლებლებსა თუ სამეცნიერო დაწესებულებებში სალექციო კურსის ჩასატარებლად. იგი მრავალი სამეცნიერო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილეა არა მარტო საქართველოსა და რუსეთში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც როგორიცაა ჩეხეთი, ბულგარეთი, ისრაელი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვა. რუსეთში პირველი ელექტრონული სახელმძღვანელოს ავტორია ფილოსოფიაში. მის მიერ შექმნილი DVD-სახელმძღვანელო დამაჯერებლად დამკვიდრდა განათლების სფეროში, განსაკუთრებით კი დისტანციური სწავლების სექტორში. 2002 წლიდან ამ პროექტის თანახმად, რუსეთის 23 რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და მაგისტრებს უტარდებოდათ ONLAIN-ლექციები. იგი არის ორასზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო ნაშრომის ავტორი - მათ შორის მრავალია მონოგრაფია, სტატია, ბროშურა და სახელმძღვანელო. მისი სტატიები შეტანილია ბოსტონის უნივერსიტეტის (აშშ) ენციკლოპედიაში: "Global Studies Encyclopedia" - 2003წ. აქტიური მეცნიერული და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია სხვადასხვა დიპლომებით, პრიზებითა და პრემიებით. წარდგენილია რუსეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უწყების ჯილდოზე როგორც - "რუსეთის უმაღლესი სკოლის საპატიო მუშაკი". წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |