| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ჟვანია![]()
Biography2003-2009 წწ. სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; 2004-2009 წწ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე; 2022-2023 წწ. კოლეჯი "არსი" საფინანსო სერვისების სპეციალობით; 2022-2023 წწ. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იყო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრი; 2006 წლამდე, პარალელურად დაკავებული იყო სპორტით, არის საერთაშორისო ტურნირების და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი (შავი ქამარი, მე-3 დანი); 2003-2011წწ. ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2005-2014 წწ. კლუბ "საქართველოს" გამგეობის თავმჯდომარე; 2012-2013წწ. ისტორიულ-შემეცნებითი გაზეთი "ჩვენი ბასიანის" რედაქტორი; 2012-2018წწ. იბერიონის თავმჯდომარე; 2012-2015წწ. მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში; 2013-2016წწ. იყო ტაეკვონდოს ფედერაციის (ოლიმპიური) ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდიუმის წევრი; 2014-2016წწ. თბილისის საქალაქო ფედერაციის (ოლიმპიური) პრეზიდენტი, გენერალური მდივანი; 2015-2017წწ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე; 2016-2019წწ. სკოლა მილენიუმის საქართველოს ისტორიისა და მსოფლიო კულტურის მასწავლებელი; 2017-2023წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრი; 2017-2024 წწ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2019 წლიდან არის საგანმანათლებლო პროექტ "დიდგორელის" ავტორი, სალექციო და საგამომცემლო მიმართულების ხელმძღვანელი; 2023 წლიდან კოლეჯი "არსის" მრჩეველი და კითხულობს სამოქალაქო განათლების კურსს; 2024-2025წწ. მუშაობდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში; 2024-2025წწ. საქართველოს პარლამენტის და კულტურის სამინისტროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში; 2024 წლიდან საქმიანობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სტუდენტობიდან ეწევა კვლევით საქმიანობას. ლ. ჟვანიას სახელთანაა დაკავშირებული მივიწყებული, რეპრესირებული მოდერნისტი მწერლის ვანლერ დაისელის (ივანე ბაბუაძე), აგრეთვე, ბასილ მელიქიშვილის და ვაჟიკა ფხოველის საზოგადოებისთვის გაცნობა. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

