Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ჟვანია![]()
Biography2003-2009 წწ. სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; 2004-2009 წწ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ბიზნესის და მართვის ფაკულტეტზე; 2022-2023 წწ. კოლეჯი "არსი" საფინანსო სერვისების სპეციალობით; 2022-2023 წწ. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის ფაკულტეტზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იყო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრი; 2006 წლამდე, პარალელურად დაკავებული იყო სპორტით, არის საერთაშორისო ტურნირების და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი (შავი ქამარი, მე-3 დანი); 2003-2011 წწ. ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, თავმჯდომარე, ხოლო შემდეგ, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2005-2014წწ. კლუბ "საქართველოს" გამგეობის თავმჯდომარე; 2012-2013 წწ. ისტორიულ-შემეცნებითი გაზეთი "ჩვენი ბასიანის" რედაქტორი; 2012-2018 წწ. იბერიონის თავმჯდომარე; 2012-2015 წწ. მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში; 2013-2016 წწ. ტაეკვონდოს ფედერაციის (ოლიმპიური) ვიცე-პრეზიდენტი; 2014-2016 წწ. თბილისის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი; 2015-2017 წწ. იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე; 2016-2019 წწ. იყო სკოლა მილენიუმის საქართველოს ისტორიისა და მსოფლიო კულტურის მასწავლებელი; 2017-2024წწ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2023 წლიდან არის კოლეჯი "არსის" მრჩეველი და კითხულობს სამოქალაქო განათლების კურსს; 2024 წლიდან მუშაობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში; ამჟამად საქმიანობას აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სტუდენტობიდან ეწევა კვლევით საქმიანობას, არის საგანმანათლებლო პროექტ "დიდგორელის" ავტორი. მის სახელთანაა დაკავშირებული მივიწყებული, რეპრესირებული მოდერნისტი მწერლის ვანლერ დაისელის (ივანე ბაბუაძე), აგრეთვე, ბასილ მელიქიშვილის და ვაჟიკა ფხოველის საზოგადოებისთვის დაბრუნება. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |