The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პაატა შამუგია

პაატა შამუგია
Date of birth:20 March, 1983  (42 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ბარღები, გალის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით.

2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს.

ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით "ანტიტყაოსანი". სამწლიანი პაუზის შემდეგ (2010) გამოსცა პოეტური კრებული "უპირატესობა", რომელიც გამოსვლისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში. 2011 წელს გამოვიდა პაატა შამუგიას "დაუჯდომელი". 2012 წელს ჟურნალმა ცხელმა შოკოლადმა პაატა შამუგია "წლის ადამიანად" დაასახელა. 2014 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი ახალი პოეტური კრებული "შიზოგადოება". პოეტის ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, თურქულ და გერმანულ ენებზე.  საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.geწყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.339-340

Awards and Honors

  • 2015 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    შიზოგადოება : ლექსები / პაატა შამუგია .- თბილისი : ინტელექტი, 2014 . - 96გვ.
  • 2011 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პოეტური კრებული
    დაუჯდომელი : ლექსები, პოემები / პაატა შამუგია .- თბილისი : სიესტა, 2011 . - 72გვ.

Bibliography

  • დედა ენა : ლექსები, პოემები (Author). - ბათუმი, წიგნები ბათუმში, 2017. - 66გვ.. - ISBN: 9789941467707
  • შიზოგადოება : ლექსები (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 96გვ.. - ISBN: 9789941458118
  • 2013 წელი : 100 ლექსი (Co-Author). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 146გვ.. - ISBN: 9789941454509
  • დაუჯდომელი : ლექსები, პოემები (Author). - თბილისი, სიესტა, 2011. - 72გვ.. - ISBN: 9789941414824
  • უპირატესობა : ლექსები, პოემა (Author). - თბილისი, დიოგენე, 2010. - 56გვ. . - ISBN: 9789941112065
  • SOS! : ლექსების კრებული (Author). - თბილისი, 2003. - 220გვ.
  • უცხოპლანეტელი : ლექსები (Author). - თბილისი, მერანი, 2001. - 196გვ.
  • გზა უსამანო : ლექსები (Author). - თბილისი, რუბიკონი, 2000. - 96გვ.

Share: