შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოზირიყო ყულათი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზღუბირი, ჯავის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემია 1928 წელს. 1921-1923 წწ. ხელმძღვანელობდა სამხრეთ ოსეთის კომკავშირულ ორგანიზაციას; 1925 წელს აქტიურად მონაწილეობდა ოსი პროლეტარი მწერლების ორგანიზაციის "ზიუს" შექმნაში; 1931-1934წწ. მუშაობდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის აპარატში და ამავე დროს იყო ამიერკავკასიის პროლეტარული მწერლების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1934-1937წწ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის განათლების სახალხო კომისარი; მისი ლიტერატურული დებიუტი ოქტომბრის რევოლუციის მიწურულს შედგა. ოსური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დახვრიტეს 1937 წელს. რეაბილიტირებული. წყარო: გამოფენა "რეპრესიები საქართველოში": archive.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |