The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოზირიყო ყულათი

სოზირიყო ყულათი
სხვა სახელი:სიმონ ყულაევი
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1937  (37 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზღუბირი, ჯავის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემია 1928 წელს.

1921-1923 წწ. ხელმძღვანელობდა სამხრეთ ოსეთის კომკავშირულ ორგანიზაციას; 1925 წელს აქტიურად მონაწილეობდა ოსი პროლეტარი მწერლების ორგანიზაციის "ზიუს" შექმნაში; 1931-1934წწ. მუშაობდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის აპარატში და ამავე დროს იყო ამიერკავკასიის პროლეტარული მწერლების ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1934-1937წწ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის განათლების სახალხო კომისარი; მისი ლიტერატურული დებიუტი ოქტომბრის რევოლუციის მიწურულს შედგა. ოსური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, დახვრიტეს 1937 წელს. რეაბილიტირებული.

წყარო: გამოფენა "რეპრესიები საქართველოში": archive.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: