Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკა ქევანიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი – საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით, მაგისტრის წოდებით 2002 წელს. აქტიურ ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს 2000 წლიდან. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაზეთებში: "რეზონანსი", "ახალი ვერსია", "რადიო მწვანე ტალღა". 2008 წლიდან რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტი და ვიდეო რეპორტიორი. მუშაობდა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, იყო გადაცემების ავტორი და წამყვანი რადიო "მწვანე ტალღაზე". არის მრავალი სტატიის და მოკვლევის ავტორი. გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, გამოცემული აქვს სამი პოეტური კრებული: "ჭორია" (2006), "აქ ნუ დადგებით" (2010), "სახლის გაყიდვა" (2013). სამივე კრებული იყო ლიტერატურული პრემია "საბას" ნომინანტი. არის არაერთი ჟურნალისტური კონკურსისა და რამდენიმე პოეტური კონკურსის გამარჯვებული. 2014 წელს ინტელექტმა გამოსცა მისი ინტერვიუებისა და ესეების კრებული – "ლიტერატურული ProFile". წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.315-316 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |