The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა არაბული

შოთა არაბული
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:მეწარმე, მხატვარი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩირდილი, დუშეთის რაიონი.

დაამთავრა ქ. თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1976 წელს; ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1984 წელს.

1982 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში: ქ. თბილისი (1982, 1983, 1984, 1985), ქ. ბაქო (1983), ქ. მოსკოვი (1984); 1986 წლიდან ცხოვრობს ხევსურეთში; 1986-2005 წწ. მუშაობდა ბარისახოს სკოლა-ინტერნატში; 1986-2022 წწ. ხევსურეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში; მან მეგობართან ერთად  დააარსა სოფელ კორშას ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი. გამოცემული აქვს: "ნარჩევი ხევსურები" (1999), "ისტორიული თავგადასავალი ხევსურთა" (2006).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: