შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სილოვან კახიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა მესტიის პედაგოგიური სასწავლებელი 1931 წელს; თბილისის სახელმწიფო ზოოვეტერინალური ინსტიტუტი 1936 წელს. 1936 წელს მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მასწავლებლად. 1937 წელს დააწინაურეს და გადაიყვანეს მესტიის რაიონის მიწათმოქმედების განყოფილების გამგედ და რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯომარის მოადგილედ. 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის პერიოდში ასრულებდა განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის მეთაურის მოადგილის მოვალეობას ზემო სვანეთში. 1953-1954წწ. მუშაობდა მესტიის რაისაბჭოს აღმასკომის სოფლის მეურნეობის სამმართველოსა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამზადების უფროსად, 1954-1958წწ. მესტიის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი და რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 1961 წელს იგი მესტიის საცდელ-საჩვენებელი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ აირჩიეს. შემდეგში ზუგდიდის სარაიონთაშორისო ინსპექციის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამზადების მესტიის რაიონის ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 1965-1973წწ. ხელმძღვანელობდა მესტიის რაიონის სოფლის მეურნეობის საწარმოო სამმართველოს. სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.202 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |