The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის კახიანი

ბორის კახიანი
დაბადების თარიღი:1947
გარდაცვ. თარიღი:1982  (35 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1970 წელს; მოსკოვის უმაღლესი საკავშირო კომკავშირული სკოლა 1973 წელს.

1970 წელს მუშაობდა მესტიის სატყეო მეურნეობაში მეტყევე ინჟინრად, როგოგორც პერსპექტიული ახალგაზრდა, აირჩიეს კომკავშირის მესტიის რაიკომის მეორე მდივნად. 1973 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალურ აპარატში. იმავე წელს იგი აირჩიეს კომკავშირის მესტიის რაიკომის პირველ მდივნად, სადაც რვა წლის განმავლობაში მუხლჩაუხრლად მუშაობდა. ბევრი საქმის ინიციატორი და შემსრულებელი იყო. ამ პერიოდში აშენდა ილია გაბლიანის სახელობის მულახის სპორტული კომპლექსი, მესტიაში მიხეილ ხერგიანის სახელობის "ბეთქალი", იფარში მირზა გელოვანის სახელობის სპორტული კომპლექსი, გურამ თიკანაძის სახელობის ლატალის სპორტული კომპლექსი, ქ. თბილისში კომკავშირულ ქალაქ ძნელაძეში სვანური კოშკი და "მაჩუბი". 1981 წელს კპ მესტიის რაიკომის მეორე მდივნად აირჩიეს, 1982 წელს იგი მესტიის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარედ და რაიაღმასკომის თავმჯომარის პირველ მოადგილედ დანიშნეს; სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქრთველოს კპ XXV და XXVI ყრილობების, საკავშირო და საქართველოს კომკავშირის ყრილობების დელეგატად; 15 წლისა იყო, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა სამთო სათხილამურო სპორტში, ხოლო 1966 წელს საქართველოს უძლიერესი მოთხილამურის სახელი დაიმკვიდრა მოზრდილთა შორის; სსრ კავშირის ხალხთა ზამთრის პირველ სპარტაკიადაზე ჭაბუკთა შორის ოქროს მედლით დააჯილდოვეს, იგი მრავალგზის იყო საქართველოს ჩემპიონი სამთო-სათხილამურო სპორტში. ბორის კახიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილია დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "ბორის კახიანი", დაბა მესტიაში ერთ-ერთ ქუჩას მინიჭებული აქვს ბორის კახიანის სახელი. მესტიაში მის საცხოვრებელ სახლში ფუნქციონირებს მემორიალური მუზეუმი. სამთო-სათხილამურო სპორტში დაწესებულია ბორია კახიანის სახელობის გარდამავალი პრიზი. 2010 წელს გამოიცა წიგნი "ბორის კახიანი ლალხორის მოლოდინში". დიდია მისი ღვაწლი მაღალმთიანი სვანეთისა და საქართველოს წინაშე.  

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.2005; მემატიანე: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • სსრკ ჩემპიონი (სათხილამურო სპორტი)
  • საქართველოს სპორტის ოსტატი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: