The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლორთქიფანიძე გიორგი

ლორთქიფანიძე გიორგი
დაბადების თარიღი:1921
გარდაცვ. თარიღი:2007  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ "საბჭოთა აჭარაში" ინფორმაციის განყოფილების გამგედ; სპეციალურ კორესპონდენტად ბათუმის რაიონში, შემდეგ - პასუხისმგებელი მდივნის მოადგილედ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლო დასრულება. გამოცემული აქვს წიგნები: "უკანასკნელი ცრემლი" (1972), "უტა ბერმუხეთელი" (1975), "კაცი იმედით ცოცხლობს" (1987), "ორი რომანი" (1999). მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.165

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • ორი რომანი (ავტორი). - ბათუმი, გამ-ბა აჭარა, 1999. - 532გვ.
  • წყვეტა : რომანი (ავტორი). - ბათუმი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 176გვ.. - ISBN: 99928-52-11-9
  • უტა ბერმუხეთელი : რომანი (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1982. - 46გვ.

გააზიარე: