The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივა ფეზუაშვილი

ივა ფეზუაშვილი
Date of birth:1 September, 1990  (34 years)
Category:Writer, Filmmaker

Biography

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მხატვრული კინოს რეჟისორის პროფესიით 2011 წელს. 

2011 წელს გახდა სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდის" გამარჯვებული მოთხრობით "ალჩუ". 2012 წელს ამავე მოთხრობის მიხედვით გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბაბაზი". გადაღებული აქვს რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი. 2012 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. 2014 წლიდან მუშაობს სერიალ "ტიფლისის" სცენარისტად. ამავე წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა მისი სადებიუტო წიგნი "ვცადე". 2018 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი "ფსკერის სახარება". არის არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" სპეციალური პრემიის - "საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში" მფლობელი რომანისთვის "ბუნკერი"; იგი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა რომანისთვის  "ბუნკერი" (2022). სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა. მისი მოთხრობა "ცა" შესულია ბრიტანულ და გერმანულ ანთოლოგიებში.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

Awards and Honors

  • 2021 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    ბუნკერი : რომანი / ივა ფეზუაშვილი.- თბილისი : ინტელექტი, 2020.- 172გვ.
  • 2020 - წინანდლის პრემია
    ბუნკერი : რომანი / ივა ფეზუაშვილი.- თბილისი : ინტელექტი, 2020.- 172გვ.

Bibliography

  • ბუნკერი : რომანი (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2020. - 172გვ.. - ISBN: 9789941312458
  • ფსკერის სახარება : რომანი (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2018. - 130გვ.. - ISBN: 9789941482342
  • ვცადე : მოთხრობები (Author). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 174გვ.. - ISBN: 9789941458101

Share: