The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გვაშაყან კვიციანი

გვაშაყან კვიციანი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1924
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 2012  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბეჩო, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილების ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1940 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა ბეჩოს, მაზერის, მესტიის, ცხუმარის სკოლებში და მესტიის სკოლა ინტერნატში. 1978 წელს იგი დანიშნეს წიგნის მოყვარულთა საზოგადოების მესტიის რაიონული განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად, 1998 წელს მუშაობა განაგრძო სოფელ ცხუმარის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა; დიდი წვლილი აქვს შეტანილი სვანური ფოლკლორისა და მუსიკის განვითარებაში. მიღებული აქვს არა ერთი პირველი ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი ხელოვნების დარგში აქტიური მოღვაწეობისთვის. ქალთა ფოლკლორულ ანსამბლ "ირინოლას", რომელსაც გ. კვიციანი ხელმძღვანელობდა მიღებული აქვს ლაურეატის წოდება. სვანური ფოლკლორისა და მუსიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.207

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ღირსების ორდენი
    სახალხო განათლების საქმეში პირადი წვლილისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • ოქროს მედალი
  • პირველი ხარისხის დიპლომი, ხელოვნების დარგში
    აქტიური მოღვაწეობისათვის

გააზიარე: